ბარათის შეკვეთა

sCool Card-ის ბიზნესსკოლის მეორე სემესტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

sCool Card-ის ბიზნესსკოლის მეორე სემესტრი წარმატებით დასრულდა!

მასში მონაწილე ახალგაზრდებმა თავიანთი ასაკის შესაბამისი მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინეს, ფინანსებისა და ეკონომიკის საფუძვლებს დაეუფლნენ და საბოლოოდ, ამ ყველაფრის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც მიიღეს.
 

sCool Card-მა ბიზნესსკოლის მეორე სემესტრის ფარგლებში მე-20, 50-ე, 51-ე, 139-ე და 98-ე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ტრენინგებთან ერთად ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკში სპეციალური ექსკურსიაც მოეწყო, რამაც მათი მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. 98-ე სკოლის მოსწავლეები დამატებით ჩაერთვნენ პროექტში სახელწოდებით – „მათემატიკა-ფინანსური განათლების საფუძველი“, რომელმაც ბავშვებს ფინანსებისა და სხვადასხვა საბანკო მიმართულების სპეციფიკა წარუდგინა.


სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საბანკო სფეროს სიღრმისეულად გაცნობოდნენ, მათ შორის, დეტალურად შეესწავლათ საბანკო საქმიანობის სხვადასხვა სფერო, მახასიათებლები და მოვალეობები.