ბარათის შეკვეთა

საერთო ბარათი
მრავალმხრივი უპირატესობით

sCool Card-ი „საქართველოს ბანკის“ მიერ სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისათვის შექმნილი ბარათია, რომელიც როგორც თქვენ, ასევე თქვენს შვილებს გთავაზობთ მრავალმხრივ უპირატესობას:

სიმშვიდე, კომფორტი და დანახარჯების კონტროლი − თქვენთვის, მშობლებისთვის

ქულები, საჩუქრები, უფასო მგზავრობა და ფასდაკლებები − თქვენი შვილებისთვის

რატომ
sCool
Card-ი?

ბარათი ჩართულია დაგროვების პროგრამა “sCool”-ში. შესაბამისად, გადახდისა და განაღდების ოპერაციების შესრულებისას თქვენი შვილი დააგროვებს sCool-ებს!

დაგროვებულ sCool-ებს კი გადაცვლის მობილურის ბალანსზე!

1 გადახდა = 5 sCool-ა

100 sCool-ა = 1 ლარის სასაუბრო დრო

*ავტობუსით უფასოდ მგზავრობა მხოლოდ თბილისის სკოლის მოსწავლეებისათვის თბილისის მასშტაბით არის შესაძლებელი; სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური არსებული სტანდარტული ტარიფის შესაბამისია; ტრანსპორტში გადახდისას ბარათზე sCool-ები არ ირიცხება.

აღარ დაკარგოთ დრო, აიღეთ უფასოდ თქვენი შვილისთვის sCool Card-ი, რომელიც მას ასწავლის: თანამედროვე საბანკო პროდუქტით სარგებლობას; ფულის რაციონალურ ხარჯვას; ახალ უნარ-ჩვევებს.