ბარათის შეკვეთა

sCool Card School Fair-ზე!

8 სექტემბერს Tbilisi Mall-ში სკოლის ზარი დაირეკება და 17 სექტემბრამდე ყველაზე სახალისო, ფერადი და სიურპრიზებით სავსე სასკოლო ბაზრობა გაიმართება.

School Fair-ზე წარმოდგენილ სტენდებზე ბავშვებს სასკოლო ნივთების მრაფალფეროვანი არჩევანი დახვდებათ, რომლის შეძენისას sCool Card-ი მათ სპეციალურ საჩუქრებს გადასცემს. მინიმუმ 10 ლარის გადახდისას კი ავტომატურად ჩაერთვებიან ინტელექტუალურ გათამაშებაში, რომლის გამარჯვებულები 8,10,13, და 17 სექტემბერს გამოვლინდებიან.

ამის გარდა, ივენთზე წარმოდგენილი იქნება ანიმატორებისა და მასკოტების გასართობი შოუ პროგრამები, თოჯინების თეატრი და საინტერესო მასტერკლასები. ბავშვები ჩაერთვებიან სხვადასხვა ტიპის აქტივობებში: ხატვა, ძერწვა, სახის მოხატვა, ნახატების გამოფენა და სხვა.

აქტივობებში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები უამრავი სახალისო და მათთვის საჭირო ნივთებით დასაჩუქრდებიან.